ბიოგრაფია:
ჯუმბერ ალექსანდრეს ძე მეძმარიაშვილი (დ. 16 აპრილი, 1929, გორი — გ. 29 აგვისტო, 1961, ტიან-შანი, მწვერვალი „პობედა“) — ქართველიმთამსვლელი, სპორტის ოსტატი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და დაიწყო ჟურნალისტობა. ჯერ კიდევ სტუდენტობისას გაიტაცა კრივმა, იყო ამიერკავკასიისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, ჭაბუკთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი.
ალპინიზმით 1950 წელს დაინტერესდა და სულ მალე გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია: 1955 წელს სტალინის პიკის დაპყრობისათვის, 1960წელს პიმირის, ზულუმარტისა და იმიერალის ქედების ტრავერსისათვის, სამჯერ ოქროს მედალი დაიმსახურა, ხოლო 1955 წელს პამირის ერთი მწვერვალისა და 1956 წელს მოსკოვის პიკის დაპყრობისათვის ორჯერ ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
© Copyright 2016 Mountains.ge - All Rights Reserved