ბიოგრაფია:
დავით ბესარიონის ძე წერეთელი (დ. ძველი სტილით[17 აპრილი], ახალი სტილით [1 მაისი], 1905, სოფელი ჯვარისა, ონის მაზრა, ახლანდელი სოფელი შრომა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ― გ. 30 ივლისი, 1976, მოსკოვი, დაკრძალულია თბილისში) — ქართველი გეოგრაფი და მთამსვლელი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1965).
1934 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით. ამავე წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში გეოლოგიის განყოფილების უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, 1936-1942 წლებში განყოფილების გამგეა. 1942-1945წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1946 წლიდან ისევ მუზეუმში განაგრძობს მუშაობას. 1951 წლიდანგარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1947 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიკითხულობდა მეოთხეული გეოლოგიის, გლაციოლოგიისა და პალეოგეოგრაფიის სალექციო კურსს. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1933-1934 წლებში პამირის 7000 მეტრიანი მწვერვალის დაპყრობისათვის სსრკ-ში ერთ პირველთაგანს მიენიჭა ალპინიზმის ოსტატის საპატიო წოდება.
დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით (1952), მრავალი მედლითა და სიგელით.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
© Copyright 2016 Mountains.ge - All Rights Reserved