ბიოგრაფია:
მარი ივანე (კაკო). 02.11.1902, დაბლაციხე, ჩოხატაური _ 17.09.1990, თბილისი. მთამსვლელი. მთამსვლელობის ორგანიზატორი. ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1936) და თავმჯდომარე (1940-43), საქართველოს სამთო-სამაშველო სამსახურის უფროსი. მთამსვლელობის უფროსი ინსტრუქტორი, საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე, სამხედრო ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985). მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ასვლა მყინვარწვერზე ახალი, სამხრეთ-აღმოსავლეთი გზით (1932), ნამყვამ-წურუნგალა-აილამისა (1947) და შხელდა-უშბის (1950) ტრავერსები, სასიმაღლო-სპორტული ასვლები პამირში (1962) და სხვ. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. .
© Copyright 2016 Mountains.ge - All Rights Reserved